1. პროექტის სახელწოდება: საქართველო-ევროპა თუ აზია.
2.
პროექტის მთავარი იდეა: კონტინენტების ჩამოთვლა და ნახევარსფეროების
რუკაზე
მათი ჩვენება,კონტურული რუკის შევსება,კონტინენტების ფართობის
დადგენა,წარმოსახვითი მოგზაურობა და სათავგადასავლო მოთხრობის შედგენა,მოსწავლეები
დაადგენენ რომელ კონტინენტს ეკუთვნის საქართველო ევროპას თუ აზიას.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლე გაეცნობა კონტინენტების მდებარეობას,
გაიუმჯობესებს ინფორმაციის მოძიების, კვლევის წარმოების, საკუთარი აზრის დაცვის
უნარ-ჩვავებს.
4.
პროექტის მიზნები: მოსწავლე გააცნობიერებს,
რომ ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ, ჩვენს გარდა სამყაროში ცხოვრობს
მრავალი ადამიანი. მიხვდება
ცნების-ამერიკელი, ევროპელი, აფრიკელის მნიშვნელობას,გაარკვევს რომ
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზეა, ისწავლის
ჯგუფურ მუშაობას და თანამშრომლობას.
5.მოსწავლეთა
ასაკი: 10-11 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 8
კვირა
7.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს ჩამოუყალიბდება
კვლევა -ძიების უნარი.
ისწავლის კონტურული რუკის და
ცხრილების შევსება, ეცოდინება კონტინენტების მდებარეობა და ფართობი, მოაწყობს
საკუთარი ნამუშევრების გამოფენას,მოამზადებს სლაიდშოუს.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, aaენციკლობედიები, ნახევარსფეროების რუკა, კომპიუტერი და
პროექტორი.
9.პროექტის
მსვლელობა: მოსწავლეები გააკეთებენ მოძიებული ინფორმაციის დახარისხებას და პრეზენტაციას,
შეავსებენ კონტურულ რუკას, იმუშავებენ წინასწარ მომზადებულ ცხრილებში,შეადგენენ
სათავგადასავლო მaოთხრობას, მოახდენენ ნამუშევრების გამოფენას.
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან კავშირი:
ქართული: სხვადასხვა საშუალებით მოძიებული
ინფორმაციის ლოგიკურად ჩამოყალიბება; მცირე ზომის სათავგადასავლო მოთხრობის შედგენა,
მსჯელობის უნარის განვითარება.
ბუნება: რუკაზე
კონტინენტების მოხაზვა, მათთვის დამახასიათებელი
კლიმატის
აღწერა, უდიდესი მდინარეების, მწვერვალების დახასიათება, კონტინენტების ფართობის შედარება.
მათემატიკა: ფართობის საზომი ერთეულის გახსენება და თითოეული კონტინენტის
ფართობის
მოძიება,
მათი რიცხობრივი
შედარება, დალაგება
სიდიდის მიხედვით. ხელოვნება: რუკაზე გამოყენებული ფერების დაჯგუფება ძირითად და შედგენილ
ფერებად; თბილ და ცივ ფერებად.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ფიქრია აქიაშვილი
12.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: piqriaaqiashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment