Sunday, March 18, 2012




1. პროექტის სახელწოდება:   
 საქართველო-ევროპა თუ აზია.
2. პროექტის მთავარი იდეა:   კონტინენტების ჩამოთვლა და  ნახევარსფეროების
 რუკაზე მათი ჩვენება,კონტურული რუკის შევსება,კონტინენტების ფართობის დადგენა,წარმოსახვითი მოგზაურობა და სათავგადასავლო მოთხრობის შედგენა,მოსწავლეები დაადგენენ რომელ კონტინენტს ეკუთვნის საქართველო ევროპას თუ აზიას.
3.პროექტის  აქტუალობა:   მოსწავლე  გაეცნობა კონტინენტების მდებარეობას, გაიუმჯობესებს ინფორმაციის მოძიების, კვლევის წარმოების, საკუთარი აზრის დაცვის უნარ-ჩვავებს.
4. პროექტის მიზნები:   მოსწავლე  გააცნობიერებს, რომ ჩვენ სამყაროს ნაწილი     ვართ, ჩვენს გარდა სამყაროში ცხოვრობს მრავალი  ადამიანი. მიხვდება ცნების-ამერიკელი, ევროპელი,  აფრიკელის  მნიშვნელობას,გაარკვევს რომ საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზეა,  ისწავლის ჯგუფურ მუშაობას და თანამშრომლობას.
5.მოსწავლეთა ასაკი:   10-11 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:  8 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეს  ჩამოუყალიბდება კვლევა -ძიების  უნარი. ისწავლის  კონტურული რუკის და ცხრილების შევსება, ეცოდინება კონტინენტების მდებარეობა და ფართობი, მოაწყობს საკუთარი ნამუშევრების გამოფენას,მოამზადებს სლაიდშოუს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, aaენციკლობედიები,  ნახევარსფეროების რუკა, კომპიუტერი და პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა:   მოსწავლეები გააკეთებენ მოძიებული ინფორმაციის  დახარისხებას და პრეზენტაციას, შეავსებენ კონტურულ რუკას, იმუშავებენ წინასწარ მომზადებულ ცხრილებში,შეადგენენ სათავგადასავლო მaოთხრობას, მოახდენენ ნამუშევრების გამოფენას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
    ქართული:  სხვადასხვა საშუალებით მოძიებული ინფორმაციის ლოგიკურად  ჩამოყალიბება; მცირე ზომის სათავგადასავლო მოთხრობის  შედგენა, მსჯელობის უნარის განვითარება.
   ბუნება:  რუკაზე კონტინენტების მოხაზვა, მათთვის დამახასიათებელი
 კლიმატის აღწერა, უდიდესი მდინარეების, მწვერვალების დახასიათება, კონტინენტების ფართობის შედარება.
მათემატიკა: ფართობის საზომი ერთეულის გახსენება და თითოეული კონტინენტის ფართობის მოძიება, მათი რიცხობრივი შედარება,  დალაგება სიდიდის მიხედვით.  ხელოვნება: რუკაზე გამოყენებული ფერების დაჯგუფება ძირითად და შედგენილ ფერებად; თბილ და ცივ ფერებად.

11. პროექტის ხელმძღვანელი:    ფიქრია აქიაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:      piqriaaqiashvili@gmail.com